საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27515

ფაქტი 27515

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27515; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .