საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27641

ფაქტი 27641

1909 წლის 17 აპრილს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს ბაქოში ოფიციალური წერილით შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სათავადაზნაურო ბანკისაგან შეისყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული გურამიანთ-კარის მამული, რომელსაც თან მოჰყვა გრძელვადიანი ვალი – 18 825 მანეთი და 32 კაპიკი, ამას დაემატა ილიასეული სახლის შეძენა თბილისში, რამაც დამტკიცების ხარჯებთან ერთად 44 000 მანეთამდე გაზარდა „საზოგადოების" დავალიანება. სწორედ ამ ვალის გამო გადაწყდა სოფლის მამულის გაყიდვა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მამულიცა და სახლიც საქართველოს დარჩენოდა პოეტის სახსოვრად, რათა შემდგომში იქ რომელიმე კულტურული დაწესებლება დაარსებულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27641; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .