1909 წლის 17 აპრილს ბაქოში გაგზავნილი ოფიციალური წერილით ალ. ყიფშიძე იაკობ მანსვეტაშვილს ატყობინებს, რომ თუ შეძენის სურვილი აქვს და შეუძლია 44.000 მანეთად შეისყიდოს ოლღა ჭავჭავაძისეული მამული გურამიანთ-კარში, პასუხი 15 მაისამდე აცნობოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას, რადგან მამულს ჰყავს გრძელვადიანი იჯარით აღების მსურველები: ერთია "ამხანაგობა", ხოლო მეორე – სპეციალური განათლების მქონე უცხოელი. იჯარით გაცემის შემთხვევაში გაყიდვის საქმე შეფერხდება.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი