1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა