საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27718

ფაქტი 27718

წმ. იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვრის – მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ 1909 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის მიწერილ თხოვნაში ნათქვამია, რომ ჟამთა სიავით 500 წლის განმავლობაში დახურული და გაუკაცრიელებული მონასტერი ოცი წლის წინ გახსნა განსვენებულმა მეუფე ალექსანდრემ. ეპისკოპოსი თავდაპირველად ილია ჭავჭავაძეს, ლევან ციციშვილსა და კნეინა ეკატერინეს მოელაპარაკა, რომელთა მამულშიც მდებარეობდა მონასტერი და დაადგინა, თუ რა სახსრების გაღებას შეძლებდნენ ისინი მონასტრის საძმოს შესანახად. თავადებმა დახმარება აღუთქვეს და შეჰპირდნენ, რომ თითოეული ოჯახი მონასტერს ყოველწლიურად მიაწვდიდა 15 ფუთ პურს, 3 ფუთ ლობიოსა და 3 ჩაფ ღვინოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27718; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .