საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27720

ფაქტი 27720

1909 წლის 23 თებერვალს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა იოანემ უმორჩილესი თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რათა უსახსრობით და უმიწობით შეჭირვებული მონასტრისთვის არა მარტო დაენარჩუნებინათ ოლღა ჭავჭავაძის მიერ ილიას სულის საოხად შეწირული ორი დესეტინა მიწა ვენახის გასაშენებლად და საბოსტნედ, არამედ თავიანთი მხრით კიდევ ოთხი დესეტინა მიწა მიეზომათ, ამასთან, საფასურის (50 მან.) ნაწილ-ნაწილ გადახდის საშუალებაც მიეცათ: ერთ 25 მანეთს მაისში შეიტანდნენ, მეორეს – ნოემბერში. ასეთი დახმარება კი დანგრეული მონასტრის აღდგენისა და გამშვენების შესაძლებლობას გააჩენდა ისევ და ისევ ქართველი ერის სასარგებლოდ და სასიქადულოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27720; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .