საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27727

ფაქტი 27727

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო გასავალს შეადგენდა: სამკითხველოს გამგის ანაზღაურება – 3600 მანეთი, გათბობა – 500 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 1500 მანეთი, საკანცელარიო ნივთები – 300 მანეთი, წიგნები – 500 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 200 მანეთი, მთავარგამგეობისთვის მისაცემი პროცენტები – 150 მანეთი, სულ – 6750 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27727; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .