საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27735

ფაქტი 27735

1909 წლის 11 ნოემბერს ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძეს სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოდან აცნობეს, რომ 17 ნოემბერს, დღის 12 საათზე, იწურებოდა თბილისში, მე-10 ნაწილში (მონაკვეთში), ანდრიას ქუჩაზე მდებარე მისი სახლის ქონების დაზღვევის თანხის – 1300 მანეთის ვადა და სთხოვეს დროულად ეცნობებინა სააგენტოსთვის დაზღვევის განახლების თაობაზე. სააგენტოდან გაგზავნილ ცნობას ხელი მოაწერა საზოგადოების მთავარმა აგენტმა ვ. გ. მელქუმოვმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27735; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .