საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27887

ფაქტი 27887

1919 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძის ინიციატივით ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწეების: კირილე ლორთქიფანიძის, სილ. ლომიას, იონა მეუნარგიას, იოსებ ოცხელის, ილია ყიფშიძის, დავით ახვლედიანის, ნიკოლოზ თუთბერიძის, პორფირე გუნიასა და ივლიანე კიზირიას ხსოვნას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27887; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .