საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28127

ფაქტი 28127

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება მდინარე რიონის სანაპიროების მთელ გაყოლებაზე ფოთიდან სამტრედიამდე და მის დელტაში ტყის სიმდიდრის ექსპლოატაციის უფლებაზე 50 წლით, და ამ კონცესიით მინიჭებული უფლებებითა და მოვალეობებით მათი შეხედულებისამებრ გირავნობის გადაცემის უფლება მესამე პირებსა და საზოგადოებებზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28127; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .