საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28139

ფაქტი 28139

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ განთავისუფლების პირველივე დღეებიდან კავკასიისა და ქართველ ქალთა საზოგადოებებმა ქალაქის კომიტეტს თავიანთ წრეში მიღების თხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ ქალთა 14 საზოგადოებისგან შეერთებულმა კომისიამ თხოვნა კომისარიატს გაუგზავნა, საიდანაც პასუხიც არ დაუბრუნეს. ხელს უშლიდნენ ქალის გაყვანას უბნის კომიტეტშიც კი. ქალაქის 120 ხმოსანს შორის მხოლოდ 5 ქალი იყო. ავტორის აზრით, ქალები პარტიებში მესამედი მაინც რომ ყოფილიყვნენ, მუშაობა უფრო შეთანხმებული და ნაყოფიერი იქნებოდა, როგორც ნორვეგიასა და ავსტრალიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28139; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .