საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28153

ფაქტი 28153

1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გუდაუთის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო გასული წლის 20 დეკემბრიდან და წლის ბოლომდე ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. ამ მოკლე პერიოდში გამგეობა ზრუნავდა ახალი წევრების შემომატებაზე და გეგმავდა 1913 წლის 14 იანვარს (ნინოობაზე) საღამოს გამართვას. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28153; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .