საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28157

ფაქტი 28157

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ახლადარჩეულ გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა იმ წლის ზაფხულში გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის თაობაზე. ამით გუდაუთელებს საშუალება მიეცემოდათ მომავალი სამოსწავლო წლის დასაწყისში გაეხსნათ დაბა გუდაუთაში სკოლა, რითაც გაჩაღდებოდა პატარა ეროვნული კერა იმ მიყრუებულ მხარეში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28157; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .