საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28175

ფაქტი 28175

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, დაეჩქარებინა დაბა გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის აღება. ეს საშუალებას მისცემდა გუდაუთელ ქართველებს, იმ წლის სექტემბერშივე გაეხსნათ გუდაუთაში სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28175; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .