საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28214

ფაქტი 28214

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთელმა ქართველებმა საჭიროდ სცნეს დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა, რაც დაეხმარებოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა შვილებს თავისი დედა ენის შეთვისებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28214; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .