საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28222

ფაქტი 28222

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის 20%, კერძოდ, 80 მან. 80 კაპ. ამასთანავე გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა მთავარ გამგეობას, დაედასტურებინა ფულის მიღება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28222; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .