საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28224

ფაქტი 28224

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს საწევროს სახით 86 წევრისგან შევიდა 258 მან., 14 იანვარს ნინოობის სადღესასწაულო საღამოდან – 221 მან. 67 კაპ., გაუთვალისწინებელი შემოსავლის სახით – 1 მან. 50 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების ხაზინადარი დიმიტრი ნადარეიშვილი, განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28224; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .