საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28227

ფაქტი 28227

1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობამ კავკასიაში მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს შეატყობინა, რომ აპირებდა დაბა გუდაუთაში დაწყებითი სკოლის გახსნას ადგილობრივი ქართველებისთვის და სთხოვა მას სკოლის შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის თავისუფალი ნაკვეთი ან მართლმადიდებლური ტაძრის ასაგებად განსაზღვრული მოედნის პირდაპირ ან კვარტალ №65–ში ან №46–ში. კვარტლის ნომრები მითითებული იყო სამეფისნაცვლოს კანცელარიისგან წარგზავნილი კომისიის მიერ 1913 წელს შედგენილ გეგმაზე. კომისიას ხელმძღვანელობდა მომიჯნავე ნაწილის ინსპექტორი, რომელსაც ევალებოდა დაბა გუდაუთის მიწის ნაკვეთების შესახებ დავების განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28227; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .