საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28235

ფაქტი 28235

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1913 წლის პირველ იანვარს განყოფილებას ჰყავდა 30 წევრი, 1913 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა 72 წევრი, ხოლო ორგანიზაციას გამოაკლდა 16 წევრი. ასე რომ, განყოფილებაში წლის ბოლოსთვის იყო 86 წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და მდივანი გიორგი ზენაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28235; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .