საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28237

ფაქტი 28237

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის 28 მარტს ჩატარდა განყოფილების ყველა წევრის საზოგადო კრება. კრებაზე წარმოადგინეს 14 იანვრის სადღესასწაულო საღამოს შემოსავალ–გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28237; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .