1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს გუდაუთის განყოფილების წევრები იყვნენ: მანუჩარ მერაბის ძე ქუჩულორია, კონსტანტინე მაქსიმეს ძე ბალავაძე, ანტონ პეტრეს ძე აბაზაძე, იორდანე კონსტანტინეს ძე კარტოზია და ალექსანდრე უჩას ძე მიგინეიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი