1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობს წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, „სამხედრო წოდების კაცნი“, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.

წყარო: ივერია 1898 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა