საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28373

ფაქტი 28373

1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28373; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .