საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28473

ფაქტი 28473

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის სახლის დაზღვევის საკითხი. სახლი 17 იანვრამდე 15 000 მანეთად იყო დაზღვეული. გამგეობის გადაწყვეტილებით, 18 იანვრიდან 30 000 მანეთად უნდა დაეზღვიათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28473; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .