საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28568

ფაქტი 28568

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28568; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .