საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28611

ფაქტი 28611

1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას სერგი გორგაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმში წესრიგის დამყარება, სამეცნიერო დონეზე დაყენება იყო საჭირო. დავით კარიჭაშვილს დრო არ ჰქონდა სისტემატურად მუშაობისთვის, ბიბლიოთეკარსა და მის თანაშემწეს კი შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ. ამიტომ მუზეუმი უნდა გადაეცათ უნივერსიტეტისთვის, რომელიც მას სათანადოდ მოუვლიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28611; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .