საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28766

ფაქტი 28766

1918 წლის 14 ნოემბერს დაპატიმრებული შევკეტ ნორმანის, მუკერემ ისმაილ-ოღლისა და კამინ მუსტაფა-ოღლისთვის ჩამორთმეული ფული თბილისის რკინიგზის მილიციამ ბრალდებულთა თანდასწრებით დალუქა. პროცესს ესწრებოდნენ სადგურ „თბილისის“ კომენდანტი შულმანი, ილია დგებუაძე და ანდრეი კრივოშეი. ფული ცეცხლგამძლე სალაროში მასხარაშვილისა და ძაგანიას თანდასწრებით შეინახეს. კ. ა. ჩხეტიამ გადაწყვიტა, ა. ამბარცუმიანის მიერ ხელმოწერილი ოქმი საქართველოს რკინიგზის მილიცის უფროსისთვის გაეგზავნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28766; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .