საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28829

ფაქტი 28829

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს პირველი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა. სამი თვის შემდეგ კი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტდა მისი დახმარების გაგრძელების საქმეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28829; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .