შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძის 1929 წლის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ კომუნისტური პარტიის მხრიდან გადასახადების ძალდატანებით აკრეფამ ბელარუსისა და ტვერის გუბერნიაში გლეხების გამოსვლები გამოიწვია. შეიქმნა ახალი ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად კომუნისტებისთვის საიმედო ძალის მილიციისა და გლეხკორების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა), 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი