1916 წლის 27 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების სამკითხველოში 300 მეტი ქართული და 200 რუსული წიგნი იყო. ანგარიშს ხელს ეპიფანე ჩხაიძე აწერდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა