საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29210

ფაქტი 29210

1921 წლის თებერვალში, ექვთიმე თაყაიშვილის რჩევის თანახმად, დავით კარიჭაშვილმა საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმიდან ზოგიერთი ნივთი გადაარჩია, 3 ყუთში ჩაალაგა და წიგნსაცავის ბეჭდით დაბეჭდა. ყუთებში ადგილის სიმცირის გამო მან წიგნსაცავის ხელნაწერები მუზეუმის ხელნაწერებთან ერთად ცალკე ყუთში ჩააწყო. 20 თებერვალს მთავრობამ მის მიერ დახარისხებული მასალა საისტორიო საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის ყუთებთან ერთად მთავრობის მოხელის თანხლებით დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29210; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .