საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29278

ფაქტი 29278

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში განსახილველად და დასაბეჭდად შესული იყო პეტრე ჭარაიას, დავით კარიჭაშვილის, ნიკოლოზ ხიზანაშვილის, ია კარგარეთელის, დავით ნახუცრიშვილის, ივანე გომელაურისა და სხვათა ნაშრომები. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, შემდეგ კრებაზე გაეცნოთ თავისი შეხედულება წიგნების დაბეჭდვის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29278; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .