შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძის 1929 წლით დათარიღებული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ რუსეთში ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული ,,ბარათები'' შემოიღო. მოსკოვში კოოპერატივიდან პურის მიღება მხოლოდ ბარათების მქონეთ შეეძლოთ. კერძო ბაზრობებზე პური ძალიან ძვირი ღირდა. პეტერბურგში კი ბარათებით მხოლოდ კომუნისტური პარტიის წევრები სარგებლობდნენ.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის რვეული სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერებით (ძირითადად რუსეთის პოლიტიკური ყოფა), 1928 | 9 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: რიგა
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი