საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2954

ფაქტი 2954

ყარსის სადგურის ყოფილ უფროს ვლადიმერ ტატიევს ტვირთის დანაკლისის და გაფუჭების, აქტების არასწორად შედგენის, ბარგის უქვითროდ გაცემის და სხვათა გამო, რომლებიც მას ირიბად ეხებოდა, ჰქონდა დანაკლისები და მის მიმართ იყო პრეტენზიები, ამიტომ კომერციულმა სამსახურმა დაუკავა 433 მან. 08 კაპ. ამ საქციელს ყარსზე მუშაობის მძიმე პირობებით ხსნიან და რადგან ტატიევი გაჭირვებულია, 1918 წლის 12 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველო რკინიგზის კომისარს მისთვის თანხის დაბრუნებას სთხოვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2954; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .