საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29630

ფაქტი 29630

1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო თითო ცალი ი. კერესელიძის ლექსები, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ტექსტები (ჭიჭინაძის გამოცემა), „მეფე დიმიტრი თავდადებული“, იოსელიანის ქართული გრამატიკა, „ბატონიშვილი ირაკლი, ანუ თავდადება ქართველთა“, მიხეილ ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“, „სიბრძნე-სიცრუიდან“ ამოღებული და რაფიელ ერისთავის გალექსილი იგავ-არაკები, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“, გრიგოლ რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „არსენას ლექსი“, „რკინის გზის შემომღები“, წერის სასწავლო დედანი და სახარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29630; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .