1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: არსენ იორდანის ძე სულაძე, გრიგოლ სერგოს ძე ლორთქიფანიძე, დავით ჯმუხაძე, მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი, გრიგოლ გორდელაძე, პიმენ მოსეს ძე გაჩეჩილაძე, ევგენი ილიას ძე გარსევანიშვილი, მარიამ გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სამსონის ძე დათეშიძე და სიმონ ბიჭიას ძე ჯაფარიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი