1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ნესტორ ალექსის ძე ბერძენიშვილი, ივანე დავითის ძე გძელიძე, დიმიტრი როსტომის ძე გვარამია, ვასილ ჩიტოს ძე გადილია, ვასილ ალმასხანის ძე გოგიძე, ვასილ ანტონის ძე გოგავა, გრიგოლ მიხეილის ძე გამრეკელიშვილი, კალისტრატე გიორგის ძე გოგუა, ვალერიან ლევანის ძე გუნია და კონსტანტინე კარპის ძე ზავგოროდნი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი