1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ელენე იოსების ასული გომართელი, ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძე, მიკიჩ კარაპეტის ძე ვარდოიანი, რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი, ტრიფონ სპირიდონის ძე საღარაძე, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი, დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე, ოლღა გიორგის ასული ხუნდაძე, მიხეილ სიმონის ძე ხუნდაძე და ვასილ თომას ძე ხახანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი