საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2977

ფაქტი 2977

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები – ნოე რამიშვილი, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე, ნოე ხომერიკი, მოადგილეები – გერასიმე მახარაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, გიორგი ერაძე, ალექსანდრე მდივანი, გრიგოლ გველესიანი, გ. აბხაზი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, საქმეთა მმართველი სერგო ჯაფარიძე და მდივანი ვ. კანდელაკი. სხდომის ჟურნალის პირი, რომელსაც ხელს საქმეთა მმართველის მაგივრად გრიგოლ რობაქიძე აწერდა გაეგზავნა გზათა მინისტრს.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2977; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .