საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29837

ფაქტი 29837

1912 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა განყოფილებამ ზუგდიდის განყოფილების გახსნის მსურველთა ჯგუფს შეატყობინა, რომ საზოგადო კრების გამართვიდან მეორე დღეს მთავრობასთან აღიძვრებოდა შუამდგომლობა ზუგდიდის განყოფილების დამტკიცების თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი განყოფილების გამგეობის მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29837; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .