საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29849

ფაქტი 29849

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1914 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს წინა წლის ანგარიშის, კრებისთვის მოსაწვევი ბარათებისა და ოქმის წიგნის დასაბეჭდად საჭირო იყო 20 მან., კანცელარიისთვის კარადის შესაძენად – 10 მან., დეპეშებისთვის – 10 მან., საფოსტო ხარჯებისთვის – 50 მან. სულ 1914 წლის სავარაუდო გასავალი შეადგენდა 100 მანეთს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29849; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .