საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29856

ფაქტი 29856

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს გამგეობის უპირველესი ამოცანა იყო სკოლის გახსნა ზუგდიდის მაზრაში. აქ არსებულ არცერთ სკოლაში ქართული ენის სწავლება არ იყო სათანადო დონეზე, ამიტომაც, გამგეობის აზრით, აუცილებელი იყო ზუგდიდში მაინც, რომელიმე ტიპის ქართული სკოლის გახსნა. თუმცა, ის თანხა, რაც გამგეობას საანგარიშო წელს გააჩნდა, სადგომის ქირაობასა და რამდენიმე მაგიდის შეძენასაც კი ვერ გასწვდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29856; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .