საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29859

ფაქტი 29859

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო წელს გამგეობას აურჩევია კომისია, რომელსაც წიგნსაცავ-სამკითხველოს რევიზია დაევალა. კომისიამ დაადგინა, რომ ზუგდიდის სამკითხველოს საქმეები რიგიანად მიდიოდა. სამწუხაროდ, საკითხავად ცოტა რაოდენობის წიგნები გაჰქონდათ და მერე წიგნებს თვეობით არ აბრუნებდნენ. გამგეობას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ ზუგდიდის საზოგადოებაში გაეღვიძებინა წიგნის კითხვის ინტერესი, რადგან მხოლოდ გაზეთების კითხვა არ იყო საკმარისი საზოგადოების კულტურული განვითარებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29859; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .