საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29880

ფაქტი 29880

1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ იმ წლის 24 მაისს გამართული საზოგადო კრების ოქმში, რომლის ასლიც მთავარ გამგეობას გაეგზავნა, ასახული ყოფილა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ზუგდიდელები იმედოვნებდნენ, რომ მთავარი გამგეობა განიხილავდა 24 მაისის კრების და 25 მაისის გამგეობის წევრთა სხდომის ოქმებს და დაამტკიცებდა ამ კრებებზე გამოტანილ დადგენილებებს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ნიკო ბუკია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29880; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .