საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29918

ფაქტი 29918

ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29918; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .