საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29945

ფაქტი 29945

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი – გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე, ქვემო მაჩხაანის განყოფილებას შეატყობინა, რომ 1913 წლის 11 მარტს თბილისის საგუბერნიო სამმართველომ მიწერილობა N 1743 გაუგზავნა სიღნაღის მაზრის უფროსს ფილიალის გახსნის თაობაზე, რის საფუძველზეც მაჩხაანის გამგეობა უფლებამოსილი იყო დაეწყო საქმიანობა საზოგადოების წესდების ყველა მუხლის დაცვით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .