საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29994

ფაქტი 29994

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ 1913 წლის 5 მაისის საერთო კრებაზე წიგნსაცავ-სამკითხველოების დაარსება დაადგინა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში. ამ საქმის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებად აირჩიეს მასწავლებელი ილია იოსების ძე მენთეშაშვილი (ქვ.მაჩხაანიდან) და მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი (ჯუგაანიდან).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29994; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .