საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30003

ფაქტი 30003

1916 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ მთავარგამგეობას სთხოვა ოთხმოცდასამი თუმანი – 830 მანეთი გამოეყო ქვემომაჩხაანელი მღვდლის – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშაშვილის მიერ შეწირული სახლის შესაკეთებლად. ამ საქმისთვის სახსარი არც ადგილობრივ გამგეობას მოეპოვებოდა და არც მღვდლის ქვრივს. თხოვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა და ხელმოწერები: თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილისა, მღვდლის მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილისა და ილია იოსების ძე მენთეშაშვილის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30003; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .