საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30049

ფაქტი 30049

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობაზე. კეშილავას მოხსენების შემდეგ კრებამ მოისმინა თბილისიდან მოწვეული სახალხო სკოლების ზედამხედველის, გრიგოლ ბურჭულაძის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეთ ერთხმად გადაწყვიტეს, ყოველი ღონე ეხმარათ, რომ მომავალი სექტემბრისთვის გაეხსნათ დაბა ზუგდიდში პირველი დაწყებითი სკოლა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .