საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30078

ფაქტი 30078

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, კრებამ განიხილა შემდეგი საკითხები: 1917 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, მღვდლისა და მკითხველის არჩევა, გამგეობის წევრების არჩევა. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსის ძე მასხულია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30078; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .